სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 23-26 აპრილს აკადემიური პერსონალის ტრენინგი ჩატარდა თემაზე – ტუტორების მომზადება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის (პდს).

evropis-universitetis-inovatsiuri-scavlebis-trening-tsentris-organizebit-mimdinare-clis

ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 23, 26 აპრილს აკადემიური პერსონალის ტრენინგი ჩატარდა თემაზე – ტუტორების მომზადება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის (პდს).
ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიაში სტრატეგიული კვლევების მიმართულების –  ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის „ღეროვანი თერაპია“ -კოორდინატორი ზაალ კოკაია. ბატონი ზაალი, ასევე, ჩართულია ექსპერიმენტულ სამედიცინო კვლევებში.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (პდს) საფუძვლები;
ქეისების განხილვა;
ტუტორის როლი;
ტუტორისა და სტუდენტების შეფასება;
პდს ქეისებისა და ტუტორის რეკომენდაციების შემუშავება;
წერილობითი გამოცდა;
შესრულებული პდს ქეისების განხილვა;
კურსის შეჯამება.
ტრენინგის დასასრულს, დამსწრე აკადემიურ პერსონალს სერთიფიკატები გადაეცათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *