29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
სამდღიანი სიმპოზიუმზე საერთაშორისო მონაწილეებთან ერთად მოხსენებით გამოვიდნენ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც – თანამომხსენებლები – სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელი – ლოლიტა შენგელია და ევროპის უნივერსიტეტი სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი – მარიამ კილანავა, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – რუსუდან გოგოხია.
ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხსენებების სახით წარმადგინეს იმ კვლევის შეგედები, რაც ევროპის უნივერსიტეტის უცხო ენის სხვადასხვა დონის ჯგუფებში თავად განახორციელეს. კვლევები, ძირითადად, ეხებოდა ინგლისური ენის პროდუქტიულ უნართა გაუმჯობესებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მოხსენების თემები გახლდათ- ცხოვრებისეულ ასპექტთა ინტეგრირება უცხო ენის სწავლებისას პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საშუალებით და სოციალური მედიის როლი უცხო ენის სწავლებისას. იგეგმება სიმპოზიუმზე გამომსვლელთა მოხსენებების კრებულში დაბეჭდვა.
ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში, რაც გამოიხატება მის თანამშრომელთა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე ხშირი მონაწილეობით.