6 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავის, მისი სახელობის დარბაზის საზეიმო გახსნისა და „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თამარ კერძაიამ; საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა; ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა კარლ ჰარცელმა; გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა საბინე მახლიმ და ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ქადაგიძემ მიმართეს სიტყვით.
ღონისძიებაზე საპატიო მიმართვებით ასევე წარსდგნენ:
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ემზარ ჯგერენაია; ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე; ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბატონი ბესარიონ ჟვანია და სხვები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“ სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ წიგნის პრეზენტაციაც, რომლის გამოცემის იდეის ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ემზარ ჯგერენაიაა, ხოლო წინასიტყვაობის ავტორი კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილია.
ღონისძიებაზე, ასევე სიტყვით წარსდგნენ ევროპის უნივერსიტეტის European Horizons-ის აკადემიური ხელმძღვანელი ევროპის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, ქალბატონი თათია დოლიძე, European Horizons-ის პრეზიდენტი ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტი, გიორგი ლოთიშვილი და European Horizons-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტი, ქალბატონი სარაბუ ვენკატა ნაგა მეგანა
ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.