ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამამ 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ხარისხი, აკადემიური პერსონალი და ინფრასტრუქტურა სრულ შესაბამისობაშია სტანდარტებთან!
“რთულია, დღეს წარმატებაზე საუბარი, მაგრამ ალბათ ხარისხიანი განათლება ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამჟამად საქართველოს! პატივი გვაქვს, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ უკეთესი საქართველოს მშენებლობაში!
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, სტუდენტებს, ლექტორებს და მთელ სტაფს გაწეული შრომისთვის!” – ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, თამარ კერძაია.