სხვა სიახლეები

პანელური დისკუსია თემაზე: “ჩემი ხმა ზრდასრულებს“

paneluri-diskusia-temaze-chemi-khma-zrdasrulebs

ევროპის უნივერსიტეტი მუდმივად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. უნივერსიტეტის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვიაზრებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და  უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გთავაზობთ საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე:   “ჩემი ხმა ზრდასრულებს“

განსახილველი თემები:

  • მოზარდების უფლებები;
  • როგორ მიმდინარეობს მოზარდების დაკითხვა, რა სტანდარტები უნდა იქნას დაცული დაკითხვის/გამოძიების პროცესში;
  • მოზარდების უფლებები სკოლაში;
  • მოზარდების ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი პრევენცია.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან არასრულწლოვანთა საქმეების ადვოკატები და ამავე სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

პანელურ დისკუსიაზე ველოდებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სტუდენტებს და, რაც მთავარია, მოსწავლეებს.

დამსწრე აუდიტორიას უნიკალური შესაძლებლობა ექნება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/38VLlhR

თარიღი: 27 დეკემბერი
დრო: 15:00 საათი
ადგილი: ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი, ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზ. N76

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *