სხვა სიახლეები

ტრენინგი თემაზე: „ავტო/ბიოგრაფიული ნარატივი სწავლებასა და კვლევაში“

treningi-temaze-avtobiograpiuli-narativi-scavlebasa-da-kvlevashi

19 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი – მარიამ კილანავა ქუთაისის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა.

ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი ERASMUS+ პროგრამის პორექტის – CURE-ს დესიმინაციის ფარგლებში განხორციელდა.

მარიამ კილანავამ ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგი სწავლების ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდზე – ავტო/ბიოგრაფიული ნარატივზე სწავლებასა და კვლევაში.

ტრენინგზე განხილულ იქნა მეთოდის იმპლიმენტირების თავისებურებები როგორც სწავლებისას, უმაღლესი განათლებაში, ასევე სამეცნიერო კვლევის წარმოებისას. აღნიშნული თემატიკა ტრენინგის სამუშაო რეჟიმის ფარგლებში პრაქტიკული აქტივობებით განახორციელეს ტრენინგის მონაწილეებმა. ტრენინგმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრეთა მხრიდან.

ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობას საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *