20 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი – შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში.
ტრენინგიტრენინგცენტრის ტრენერმა – თინათინ გოგნაძემ ჩაატარა.
ტრენინგზე შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების უპირატესობები და მახასიათებლები განიხილეს. ტრენინგის აუდიტორიას წარმოადგენდა ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესურა. აუდიტორიის პროფესიიდან გამომდინარე ძირითადი აქცენტები გაკეთდა ობიექტურად სტრუქტუირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) და ყურადღება გამახვილდა მისი წარმართვის თავისებურებებზე.
სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი კვლავ გეგმავს ტრენინგების სერიის ორგანიზებას ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თუ მოწვეული პერსონალისთვის.