სხვა სიახლეები

ტრენინგი თემაზე: „პლაგიატის ამომცნობი პროგრამის ინტეგრირება სწავლების პროცესში“

treningi-temaze-plagiatis-amomtsnobi-programis-integrireba-scavlebis-protsesshi

18 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა  ტრენინგი – პლაგიატის ამომცნობი პროგრამის ინტეგრირება სწავლების პროცესში. ტრენინგი ჩაატარა ტრენინგცენტრის ტრენერმა -ლოლიტა შენგელიამ.

ტრენინგზე გახილული იყო პლაგიატის ამომცნობი პროგრამის – Turnitin.com – ის გამოყენების უპირატესობები და მახასიათებლები. ტრენინგზე ასევე დეტალურად განიხილეს ის ტექნიკური საკითხები, რაც აუცილებელია აღნიშნული პროგრამის სწავლების პროცესში ინტეგრირებისთვის.

ტრენინგის აუდიტორიას წარმოადგენდა სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესურა. დამსწრეებს, ტრენინგის ბოლოს გადაეცათ სერტიფიკატები.

სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი კვლავ გეგმავს ტრენინგების სერიის ორგანიზებას ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თუ მოწვეული პერსონალისთვის. ტრენინგები დაგეგმილია 2020 წლის თებერვლიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *