2019 წლის 10 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, ლაშა ვაშაკიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ქალაქ კიევში.
ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა ორ ოფიციალურ დოკუმენტს.
ურთიერთთანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გაფორმდა ევროპის უნივერსიტეტსა და უკრაინის სიცოცხლისა და გარემოსდაცვის მეცნიერებების ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმით გათვალისწინებულია: საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფი სტუდენტების საერთო პროექტებში ჩართვა, ასევე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, აკადემიური პერსონალისადმი გამოცდილების გაზიარება და სხვა.
იმავე დღეს ევროპის უნივერსიტეტსა და კიევის პოლიტექნიკურ ინტიტუტს შორის გაფორმდა მეორე მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უახლოესი მომავლიდან, კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევების, აკადემიური თუ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ.