ევროპის უნივერსიტეტში სისხლის სამართლის პროცესის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად მოწვეული ამერიკელი ადვოკატი (კალიფორნია) მარტინ მარტინეზი უძღვებოდა.
კურსი 2019 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ევროპის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
მარტინ მარტინეზმა ქართველ სტუდენტებს აშშ-ის სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებები გააცნო.
ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გამოვლინდა ყველაზე წარმატებული სტუდენტი – ბექა ლაგურაშვილი, რომელმაცგამოცდაზე მაქსიმალური ქულა დააგროვა. ევროპის უნივერსიტეტმა მასტერკლასის წარმატებული მონაწილე „იურისტების სამყაროს“ სასაჩუქრე ვაუჩერით დააჯილდოვა.