30 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტმა, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი დღით ყოფილიყვნენ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, გაცნობოდნენ EU-ს ცხოვრებას, სალექციო პროცესს, პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მათ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზს, მუზეუმს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს.
დასკვნით ეტაპზე კი საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს.