სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კომპანია “დიოს” კვლევაში მიიღეს მონაწილეობა

evropis-universitetis-studentebma-kompania-dios-kvlevashi-miighes-monacileoba

17 თებერვალსევროპის უნივერსიტეტსა და კომპანია „დიოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტებმა,  მარიამ ვალიშვილმა, თამთა სურგულაძემ და ანი წიწილაშვილმა, განახორციელეს კვლევა მომხმარებლის ქცევაზე და შედეგები კომპანიის ხელმძღვანელებს გაუზიარეს.

კვლევას ხელმძღვანელობდა ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. მთავარ მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაანალიზება და ძირითადი ფაქტორების გამოვლენა. შედეგების გაცნობის შემდეგ, მკვლევარებსა და კომპანიის ხელმძღვანალებს შორის, საინტერესო დისკუსია გაიმართა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *