მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიური პრაქტიკის გასავლელად კლინიკა “ალბიუსში”

evropis-universiteti-atskhadebs-konkurss-stomatologiuri-praktikis-gasavlelad-klinika

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ევროპისუნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების შესარჩევად კლინიკა‘’ალბიუსში’’ კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით. “ალბიუსი” საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი,  ცნობილი და წარმატებული კლინიკაა, რომელშიც მოქმედებს 2 სკოლა: პაროდონტოლოგიის

საერთაშორისო სკოლა და რესტავრაციის საერთაშორისო სკოლა, სადაც ხდება მოქმედი  ექიმების გადამზადება.

აღნიშნული პრაქტიკის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ რეზიდენტებს პაციენტებთან მუშაობის დროს. ასევე,  კლინიკის მოქმედი ექიმების, ხელმძღვანელი პედაგოგების დაკვირების ქვეშ, ჩაატარებენ მანიპულაციებს  ფანტომებზე, გაიღრმავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და წარმოდგენა შეექმნებათ პოსტდიპლომურ სწავლებაზე. 

კლინიკური პრაქტიკის პერიოდი:

პრაქტიკა დაიწყება 2020 წლის 1 მარტს და დასრულდება 10  მარტს.

დრო: ორშაბათი-პარასკევი,  10:00-14:30 ან 14:30-18:003.

დასაშვებობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიპლომირებული სტომატოლოგიის (ქართულენოვანი,ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების VI-X სემესტრის ნებისმიერ სტუდენტს.

პრაქტიკის ღირებულება:

კლინიკა ‘’ალბიუსში’’ პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასო. კონკურსის შედეგად მოხდება 2 ინგლისურენოვანი პროგრამის და 2 ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტის შერჩევა.

განაცხადი:

კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 27 თებერვლის 18:00საათისა.

შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით. გასაუბრება ჩატარდება შესაბამისი პროგრამის სწავლების ენაზე და შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაში. კომისია გამოცდის  კანდიდატის მიერ სტომატოლოგიის ძირითადიცნებების ფლობას. მაქსიმალური შეფასება – 50 ქულა. კონკურსში გაიმარჯვებენ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრების მიხედვით  საუკეთესო ქულებს მიიღებენ.  

გასაუბრება ჩატარდება 28 თებერვალს,  13.00 საათზე, მედიცინის ფაკულტეტის შენობაში (მისამართი:საქართველო, თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი N17).

შედეგების გამოცხადება:

კონკურსის  შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 28 თებერვლისა

კონტაქტი:

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: studentinfo@eu.edu.ge  

განაცხადი:

განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე: განაცხადის ფორმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *