ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტში ონლაინ პანელური დისკუსია გაიმართა.
დისკუსიას მოდერატორობას უწევდა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ბედიანაშვილი.
დისკუსიაში მონაწილეობდა ოცამდე წამყვანი მეცნიერი სხადასხვა უნივერსიტეტიდან. მოხსენებები გააკეთეს: აკადემიკოსმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ (თსუ), პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ (თსუ), პროფესორმა დავით აფციაურმა (პეკინის უნივერსიტეტი), პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ (ევროპის უნივერსიტეტი), პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა (თსუ), პროფესორმა ავთანდილ სულაბერიძემ (ილიაუნი), პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი). მოსაზრებებით გამოვიდნენ: პროფესორი იოსებ არჩვაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი), პროფესორი თენგიზ ვერულავა (ილიაუინი), ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია (თსუ), პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი), პროფესორი გივი ლემონჯავა (საქართველოს უნივერისტეტი).
პანელური დისკუსიების ციკლი გაგრძელდება პრობლემატიკის კონკრეტული განხილვების ფორმატში.