26-29 მაისს, უკრაინაში, ვინიცის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით გაიმართა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია: „ინტერნეტი-განათლება-მეცნიერება-2020″.
კონფერენციის მიზანია:
• ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ გამოყენების შესახებ ახალი სამეცნიერო და პრაქტიკული შედეგების განხილვა მეცნიერებაში, განათლებასა და წარმოებაში;
• იდეების გაცვლა, კვლევის საერთო მიმართულებების ძიება და საგანმანათლებლო, სამეცნიერო და წარმოების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
• კონფერენციის მონაწილეთა პრაქტიკული მიღწევების დემონსტრირება პრეზენტაციების, მასტერკლასებისა და პრაქტიკული სემინარების სახით;
• სამეცნიერო პედაგოგიური, ფსიქოლოგიური ასპექტების ანალიზი და ინტერნეტის განვითარება;
• ახალი კონტაქტების დამყარება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევაში ჩართვა.
კონფერენციაში აქტიურად იყო ჩართული ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, თამარ კერძაია და ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, თეოდორე ზარქუა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკარინის, პოლონეთის, დანიის, პორტუგალიის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები.