მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების კიდევ ერთი აბსტრაქტი მიღებული იქნა AMEE 2020 კონფერენციაზე

evropis-universitetis-meditsinis-pakultetis-studentebis-kidev-erti-abstrakti-mighebuli

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების აბსტრაქტი მიღებული იქნა AMEE 2020 კონფერენციაზე.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარდგენილი აბსტრაქტი მიღებული იქნა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე (AMEE). აბსტრაქტი ,,Lack of emergency skills in non-medical environment within MD students” წარმოაჩენს ექსპერიმენტის შედეგებს, რომელიც განახორციელეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: Alikya Chipurupalli, Ayushi Verma და Rohit Rathore, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორების თინათინ გოგნაძისა და ნათია ჯოჯუას ხელმძღვანელობით. აბსტრაქტი წარდგენილი იქნება ელექტრონული პოსტერის სახით AMEE 2020-ზე. აღნიშნული კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო დიდ ბრიტანეთში, გლაზგოში, მიმდინარე წლის სექტემბერში,  თუმცა არსებული სიტუაციის გამო, ჩატარდება როგორც ვირტუალური კონფერენცია (AMEE2020). მომხსენებელი სტუდენტის სარეგისტრაციო გადასახადს დაფარავს ევროპის უნივერსიტეტი.

ევროპის უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტების ჩართულობას კვლევით პროექტებში და მათ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *