ევროპის უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 30 მაისს, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, გამართა ვებინარი, თემაზე: “სილაბუსის შემუშავებისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხები: სილაბუსი ონლაინ სწავლების დროს”.
ვებინარს უძღვებოდა უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძე.
ვებინარზე ყურადღება გამახვილდა, როგორც სილაბუსის შემუშავებისას გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან საკითხებზე და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების მიხედვით დადგენილ მოთხოვნებზე, ასევე ონლაინ სწავლების დროს, სწავლების მეთოდების, აქტივობებისა და შეფასების მეთოდების გადახედვის, მოდიფიცირების საჭიროებასა და შესაძლებლობებზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სტუდენტების მხრიდან დაფიქსირებული სურვილების გაცნობა.