ხარისხის სამსახურის სიახლეები

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები სტუდენტებთან

khariskhis-uzrunvelqopis-samsakhuris-carmomadgenelta-shekhvedrebi-studentebtan

ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, 2020 წლის  25 მაისი – 5 ივნისის პერიოდში, შეხვდა ეუნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული სტრუქტურული ერთეული და რა დროს შეუძლია სტუდენტეს, რომ მას მიმართოს. ეცნობათ სტუდენტთა უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული შიდა სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე და განემარტათ თუ  რა ტიპის ინფორმაციას  შეიძლება გაეცნონ  ამ დოკუმენტებით. შეხვედრისას სტუდენტებთან განხილულ იქნა უნივერსიტეტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათი რეკომენდაციების საპასუხოდ.

შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო პროცესისა და ადმინისტრირების საკითხების, დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული შუალედური გამოცდების შეფასება, ასევე, სტუდენტების მხრიდან, საგანმანათლებლო პროგრამების, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, სასწავლო და საგამოცდო პროცესების, მატერიალური და ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის ზოგადი შეფასება.

შეხვედრების დროს გამოკვეთილ ზოგიერთ საკითხს უკვე მოჰყვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო რეაგირება.

სტუდენტთა შეფასების შედეგები ანგარიშის სახით წარედგინა ფაკულტეტებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს დადებითი შეფასებების გაცნობისა და საყურადღებო საკითხებზე რეაგირების მიზნით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *