ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და ჩვენი პარტნიორის, პორტოს ბიზნეს სკოლის, სრული დაფინანსებით, ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს აქვს საშუალება დაესწროს პორტოს ბიზნეს სკოლის ონლაინ მასტერკლასებს.
პირველი მასტერკლასი გაიმართა, 6 ივნისს, 18:00 საათზე, რომელსაც გაუძღვა Karol Gobczynski,
”Ingka Group – ის კლიმატის და ენერგეტიკის ხელმძღვანელი (ძველად IKEA ჯგუფი).
თემა: “Climate Action in Corporate Strategies – გარემოს დაცვითი პოლიტიკა კორპორატიულ სტრატეგიებში”.
მასტერკლასს დაესწრო ევროპის უნივერსიტეტის, ტურიზმისა და ბიზნესის პროგრამების, 5 ლექტორი და გადაეცათ პორტოს ბიზნეს სკოლის სერტიფიკატი!