ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ,,ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრში’’ სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლის მიზნით. აღნიშნული კლინიკა არის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული კლინიკა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი აპარატურით. პრაქტიკის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კლინიკური პრაქტიკის პერიოდი:
7 -31 ივლისი, 2020 წელი
დასაშვებობა:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებს.
პრაქტიკის ღირებულება:
პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასო.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 სტუდენტი.
განაცხადი:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 4 ივლისის 18:00 საათისა.
შერჩევის კრიტერიუმები:
კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
გასაუბრებისას შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაში. მაქსიმალური შეფასება – 50 ქულა.
კონკურსში გაიმარჯვებენ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრების მიხედვით საუკეთესო ქულებს მიიღებენ.
გასაუბრების დრო:
გასაუბრება ჩატარდება 6 ივლისს.
შედეგების გამოცხადება:
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 6 ივლისის 18 საათისა.
კონტაქტი:
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: studentinfo@eu.edu.ge
განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე: შეავსეთ განაცხადი