ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის:
სტუდენტებმა შპს ,, ევროპის უნივერსიტეტს“ განცხადებით უნდა მიმართონ 2020 წლის 7 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები უნივერსიტეტში ან შეავსონ განცხადება ონლაინ (იხილიეთ განცხადების ფორმა დანართი №1). ონლაინ რეჟიმში განცხადებს შევსების დროს, განცხადების ფორმა უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, დაისვას ხელმოწერა, დასკანერდეს (ან გადაუღეთ ფოტო) და წარმოსადგენ დოკუმენტციასთან ერთად ატვირთეთ ელექტრონულ მისამართზე Info@eu.edu.ge.
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება მოხდება 2020 წლის 09 ივლისიდან 16 ივლისის ჩათლით. თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ან ონლაინ (იხილეთ თანხმობის/უარის ფორმა დანართი №2) უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის შემდგომ.
წარმოგიდგენთ რიგგარეშე მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას და სწავლის საფასურს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
1. მედიცინის ფაკულტეტი
დიპლომირებული სტომატოლოგის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 60 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური – 2250 ლარი.
2. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 72 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური – 2250 ლარი. მობილობა გამოცხადებულია V და VII სასწავლო სემესტრზე
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
2.1. საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;
2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.
2.3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელ: 2000171 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@eu.edu.ge
მიმაგრებული ფაილები:
დანართი N1.docx
დანართი N2.docx