ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის მაია მანწკავას და რეოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით მიმდინარე წლის 26-27 ივლისს გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია BIOMED 2020.
კონფერენცია ჩატარდება შეკვეთილში და მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერიები, ექიმები და სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, სლოვენიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, იორდანიიდან, რუსეთიდან და ა.შ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მოხსენებები.
კონფერენცის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biomedicine2020.wixsite.com/website-2