საერთაშორისო მობილობისთვის, სტუდენტთა შესარჩევი კონკურსის, პირველი ეტაპის შედეგები უკვე ცნობილია!
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის კომპეტენცია დაუდასტურდათ და კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა სტუდენტებმა:
- მანანა ტყემალაძე (ტურიზმის ადმინისტრირება);
- გიორგი ლოთიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობები);
- ლანა ნავროზაშვილი (სამართალი);
შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეფასდებიან მოტივაციისა და დარგობრივი ცოდნის მიხედვით.
გასაუბრება ჩატარდება ხვალ, 28 ივლისს, 13:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
ევროპის უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს კონკურსანტებს!