მონაცემთა დაცვა 101 – კახაბერ გოშაძის საჯარო ლექცია
28
Jan
2019 წლის 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, კახაბერ გოშაძემ გამართა საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნებსა და მათი დაკმაყოფილების გზებს, ასევე, იმ გამოწვევებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში არსებობს.