2019 წლის 23-26 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ობიექტურად კონსტრუირებული კლინიკური გამოცდა ჩააბარეს, რომლის დანერგვაც ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლიდან დაიწყო. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოცდა ოთხ სხვადასხვა ოთახში, ე.წ. სადგურში ჩააბარეს, მათი გამომცდელები კი მედიცინის ფაკულტეტის ლექტორები იყვნენ.
2018 წლის ნოემბერში, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის საერთაშორისო ექსპერტის, ეგეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებული პროფესორის, აიან ჩალიშკანის ვორქშოფი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, OSCE-ს იმიტირებული გამოცდისთვის სპეციალურად გაიწერა სცენარები, რომლებშიც სიმულაციური პაციენტების როლს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ასრულებდნენ.