ევროპის უნივერსიტეტში, იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება:
საბუთების მიღების, სასწავლო ბაზაზე რეგისტრაციის და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ადმინისტრაციული კორპუსის (მის: გურამიშვილის #76) პირველ სართულზე;
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.