სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

evropis-universitetshi-mascavleblis-momzadebis-saganmanatleblo-programaze-sabutebis

ევროპის უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება:

1.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადები: 15 სექტემბრიდან  – 23  სექტემბერის ჩათვლით.

2.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე ან ივსება ონლაინ: იხ, თანდართული ფაილი);

ბ) რეზიუმე (CV);

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი – საგამოცდო ბარათი;

ე) ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;

ვ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:

ა. გამოცდა  I ეტაპი  – 21  სექტემბერი, 12:00 საათი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 22 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 22 სექტემბრისა ;
აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 23 სექტემბრისა ;
ბ.  გამოცდა  I I  ეტაპი  – 24  სექტემბერი, 12:00 საათი;

 გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა ;
აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 26 სექტემბრისა ;
გ.  გამოცდა  III  ეტაპი  – 25 სექტემბერი, 12:00 საათი;

 გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 26 სექტემბრისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა ;
აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 29 სექტემბრისა
რანჟირების დოკუმენტი  გამოიცემა   – 29  სექტემბერს;

4.  ხელშეკრულების გაფორმება  – 30 სექტემბერი -01  ოქტომბერი;

5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები  გამოცდის ფორმად განსაზღვრულია   ესე.

6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის ადმინისტრაციული  და აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა   6 ოქტომბრიდან  10  ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ ხურცილავა – ტელ: 2 000 171 (119)

                                    591711701

! ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა განაცხადის ფორმა იხ. თანდართული ფაილის სახით;

!! შევსებული განაცხადი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge

!!! საბუთების ონლაინ წარდგენის შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა განცხადება და პირადი საქმის დოკუმენტაცია იყოს pdf ფორმატში დასკანერებული, განმცხადებლის სველი ხელმოწერით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *