საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეფექტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარდათ

2019 წლის 8-11 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორებისთვის, სასწავლო მენეჯერებისთვის მომსახურების მიმართულებით, კანცელარიისა და ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის 4-დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებისა და როლური თამაშების მეშვეობით ეფექტური მომსახურების გაწევისათვის აუცილებელ სტანდარტებს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში, განიხილეს დროის მენეჯმენტის, თვითმოტივაციის, თვითგანვითარებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა.

ტრენინგის მონაწილეებმა ისწავლეს მოსმენა/მეტყველების ტექნიკა კომუნიკაციის პროცესში, გააანალიზეს რაოდენ მნიშვნელოვანია სწორად დასმული შეკითხვები მომსახურების გაწევისას, რა ბარიერებს შეიძლება წააწყდნენ სამუშაო პროცესში და რა ტიპის ტექნიკა არსებობს ამ მიმართულებით.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ პერსონალს სწავლება სამუშაო ადგილზე ჩაუტარდებათ. საბოლოოდ კი, უნივერსიტეტის მომსახურების სტანდარტის შექმნაში თავად ჩაერთვებიან იმისთვის, რომ მათი გამოცდილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, ხოლო მომსახურების სტანდარტი მაქსიმალურად იყოს მორგებული უნივერსიტეტის სპეციფიკას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *