მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი მედიცინის ასოციაციის 21-ე პოლიპროფილურ კონფერენციაზე

khariskhis-uzrunvelqopis-samsakhuris-mier-personalis-sametsniero-kvleviti-da-akademiuri

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობა სამედიცინო განათლების და მტკიცებულებათა მედიცინის ასოციაციის მიერ გამართულ 21-ე პოლიპროფილურ კონფერენციაზე:

სამედიცინო განათლების და მტკიცებულებათა მედიცინის ასოციაციის მიერ გამართულ 21-ე პოლიპროფილურ კონფერენციაზე სახელწოდებით „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, რომლის მთავარი ორგანიზატორები არიან პროფ. დავით თელია და პროფ. ბორის კორსანტია, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი წარმოჩინდა რამოდენიმე მოხსენებით. კონფერენცია გაიმართა  ჩაქვში, 2020 წლის 29.08-05.09 პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორი სესია ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ზაზა ავალიანი (მოხსენების სათაური – „ტუბერკულოზის ეპიდემოლოგიური მდგომარეობა საქართველოში და მისი ეროვნული საპასუხო ღონისძიებები“), უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი მაია მანწკავა (ოხსენების სათაური – „რეოლოგიური დარღვევები COVID-19-ის დროს და მათი მნიშვნელობა დაავადების დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში“). ასევე ევროპის უნივერსიტეტის სხვა აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“(http://jecm.ge).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *