სხვა სიახლეები

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთათვის შიდა გამოცდების შესახებ

khariskhis-uzrunvelqopis-samsakhuris-mier-personalis-sametsniero-kvleviti-da-akademiuri

შპს   ევროპის უნივერსიტეტში მენეჯემნტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირს   მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება (გარდა იმ შემთხვევისა , თუ ჩარიცხვის მსურველი პირი წარმოადგენს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ საერთაშორისო სერთიფიკატს)

გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა).

გამოცდის მაქსიმალური ქულაა  100.

თითოეული კომპონენტის მაქსიმალური ქულაა 25.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 50% + 1, ანუ  51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.

გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპია – საუბრის მოდული (Speaking Module).  იგი ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახით პირისპირ.

საუბრის კომპეტენცია ფასდება აპლიკანტისთვის B2 დონის შესაბამისი 5-6 შესაბამისი კითხვისა და სადისკუსიო თემის შეთავაზებით. საუბრის კომპეტენციის შემმოწმებელი გამოცდის ხანგრძლივობაა 15 წუთი.

 მეორე ეტაპია – ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ უნარს:  კითხვა, მოსმენა  და წერა.

 კითხვის კომპეტენცია

კითხვის დავალების შემთხვევაში მოცემულია ტექსტი და ტექსტის გასაგებად საჭირო 10 დახურული კითხვა.

 მოსმენის კომპეტენცია

მოსმენის კომპონენტი მოიცავს დახურული კითხვების მქონე ორ დავალებას.

პირველი დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ერთხელ მოისმენს შესაბამის დავალებას.

მეორე დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ორჯერ მოისმენს შესაბამის დავალებას.

 წერის კომპეტენცია

წერის კომპონენტი მოიცავს ესეის დავალებას. მაგისტრანტი მოცემული რამდენიმე ვარიანტიდან ირჩევს ერთ ესეის, რომელიც 150-180 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

 მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები  სპეციალობაში  განისაზღვროს შემდეგნაირად:

 საგამოცდო ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან:

3 სიტუაციური ამოცანა/ქეისი
10 ტესტი
შეფასების კრიტერიუმები:

გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით.

 ტესტი

 ტესტების კომპონენტში სტუდენტებს შეუძლია მაქსიმუმ 10 ქულის მიღება, ტესტი ჩაბარებულად ჩაითვლება თუ სტუდენტი მიიღებს მინიმუმ 50 %-ს ანუ 5 ქულას.

 თითოეული  ტესტის მაქსიმალური შეფასება  –  1 ქულა

არასწორად მონიშნული/შეუვსებელი ტესტი  –  0 ქულა

 სიტუაციური ამოცანა/ქეისი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 ქეისი #1 –  მაქსიმუმ 10 ქულა

                      –  მინიმუმ 5 ქულა

 ქეისის ანალიზისას შეფასების ქულები ნაწილდება  შემდეგნაირად:

 10 ქულა: ზედმიწევნით  ყურადღებით გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას; ზედმიწევნით დეტალურად გაანალიზა დასმული საკითხები და სწორად მოახდინა პრობლემის იდენტიფიცირება; საკითხი გაიაზრა სიღრმისეულად და კომპლექსურად და ან სისტემურად; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/ პრევენციის  გზები და ლოგიკურად გამართულად ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა;  პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასაბუთებული დასკვნები; მსჯელობა და დასკვნები დამაჯერებელი და საგნობრივად არგუმენტირებულია;  ზედმიწევნით კარგად ფლობს  მასალას და პროფესიულ ტერმინოლოგიას.

9 ქულა: ყურადღებით გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას;  დეტალურად გაანალიზა დასმული საკითხები და სწორად მოახდინა პრობლემის იდენტიფიცირება; საკითხი გაიაზრა კომპლექსურად და ან სისტემურად; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/ პრევენციის  გზები და ლოგიკურად გამართულად ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასაბუთებული დასკვნები; მსჯელობა და დასკვნები დამაჯერებელი და არგუმენტირებულია;  კარგად ფლობს  მასალას და ძირიტად პროფესიულ ტერმინოლოგიას.

8 ქულა:  გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას, სწორად გაანალიზა დასმული საკითხები და მოახდინა პრობლემის იდენტიფიცირება; თუმცა, საკითხი ვერ გაიაზრა სიღრმისეულად ,კომპლექსურად და სისტემურად; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის  გზები და ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა / პასუხი, თუმცა მსჯელობა ზედაპირულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასკვნები, თუმცა გამოყენებული ტერმინოლოგია მწირია, ამასთან, ზედაპირულად არგუმენტირებული და უპირატესად ლოგიკურად (ინტუიტიურად) დასაბუთებულია;  ფლობს მასალას, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, მაგრამ უჭირს საკითხების სიღრმისეული, კომპლექსური და სისტემური გააზრება. მასალას ფლობს და ძირითად პროფესიულ ტერმინებს, თუმცა სიღრმისეულ ცოდნას ვერ/არ ავლენს.

7  ქულა:  გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას, სწორად გაანალიზა დასმული საკითხები და მოახდინა პრობლემის იდენტიფიცირება; თუმცა, საკითხი ვერ გაიაზრა სრულად და სიღრმისეულად; შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის პრევენციის  გზები და ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა / პასუხი, თუმცა მსჯელობა ზედაპირულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასკვნები, თუმცა დაშვებულია არაარსებითი სახის ხარვეზები, ამასთან, ზედაპირულადაა არგუმენტირებული, კონტრარგუმენტები სუსტადაა გააზრებული და გეგმა/პასუხი უპირატესად ინტუიციის დონეზეა დასაბუთებული;  ფლობს მასალას, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, მაგრამ უჭირს საკითხების კომპლექსური და/ან სისტემური გააზრება. დარგობრივი თემატიკისა და პროფესიული ტერმინოლოგიის სფეროში გამოვლენილი ცოდნა უხარვეზოა, თუმცა ზედაპირულია.

6ქულა: ზედაპირულად გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას,   გაანალიზა ზოგიერთი საკითხი; ნაწილობრივ სწორად მოახდინა პრობლემის იდენტიფიცირება; ნაწილობრივ შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის პრევენციის გზა და  ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა / პასუხი; პასუხი ლოგიკურად ჩამოყალიბებულია, თუმცა, მსჯელობა ნაკლებად თანმიმდევრულია, სუსტად არგუმენტირებული და ნაკლებად დასაბუთებულია; გამოავლინა მხოლოდ ძირითადი პროფესიული ტერმინების ცოდნა, ამასთან, ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია არაარსებითი სახის ხარვეზი; ზედაპირულად ფლობს მასალას, უჭირს პრობლემის სწორად იდენტიფიცირება და გაანალიზება.

5ქულა: ზედაპირულად გაეცნო სიტუაციურ მაგალითში აღწერილ ინფორმაციას,  ზედაპირულად გაანალიზა მხოლოდ ზოგიერთი დასმული საკითხი; ნაწილობრივ ამოიცნო პრობლემა და არასრულად მოახდინა მისი იდენტიფიცირება; პრობლემის გადაწყვეტის პრევენციის გზის შერჩევისას დაუშვა ზოგიერთი არაარსებითი შეცდომა და ზერელედ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა / პასუხი; მსჯელობა და დასკვნები ლოგიკურად ნაკლებად თანმიმდევრულია, სუსტად არგუმენტირებული და ზედაპირულად დასაბუთებულია (უპირატესად ინტუიციის დონეზე);   გამოავლინა მხოლოდ ძირითადი პროფესიული ტერმინების ცოდნა, ამასთან, ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია რამდენიმე არაარსებითი სახის ხარვეზი; ძალზედ ზედაპირულად ფლობს  მასალას, უჭირს პრობლემის იდენტიფიცირება, საკვანძო საკითხების ანალიზისას დაუშვა რამდენიმე არაარსებითი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *