ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში, სტუდენტებისა და ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით, პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობის წლიური შეფასება განხორციელდა.
აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობა შეფასდა ფაკულტეტის დეკანის, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერების, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ.
აკადემიური პერსონალი დამატებით შეფასებულ იქნა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით, მათ მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიშების საფუძველზე.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ განხორციელდა პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების შედეგების დამუშავება და მიღებული შედეგების რანჟირება ფაკულტეტების მიხედვით. შეფასების შედეგები გაზიარდა პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან ინდივიდუალურად, ასევე, ფაკულტეტსა და პროგრამის ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია რეაგირების კონკრეტული ნაბიჯები პერსონალის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და საუკეთესო შედეგების მქონე პერსონალის წახალისების მიმართულებით.