ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) 68-ე ასამბლეაზე ერთი სტუდენტის გაგზავნასთან დაკავშირებით.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 იანვრის 24.00 საათი ელექტრონულ ფოსტაზე: jojua.natia@eu.edu.ge.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- CV (ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი.
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ერთ ეტაპად – გამოგზავნილი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის შესაბამისობის დადგენით დაწესებულ მოთხოვნებთან.
შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმებია:
- მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) – 60 %
- აკადემიურ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოფები და სხვ.) – 30 %
- ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობა (ტუტორობა, საპილოტე პროგრამებში მონაწილეობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში თანამონაწილეობა და სხვ.) – 10 %
კომისია ერთ შერჩეულ კანდიდატს გამოავლენს 2019 წლის 12 იანვარს 18.00 საათამდე.
კონკურსის შედეგი გამოქვეყნდება 2019 წლის 12 იანვრის 24.00 საათამდე.