სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში სტუდენტთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

evropis-universitetis-sasamartlo-darbazshi-studentta-imitirebuli-sasamartlo-protsesi

2019 წლის 9 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის თათია დოლიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის ფარგლებში, სამართლის პროგრამის სტუდენტებმა რეალური სისხლის სამართლის საქმგანიხილეს.

პროცესს ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი იოსებ კელენჯერიძე, დეკანის მოადგილე კახაბერ გოშაძე და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ კერძაია.

იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის კურსის შეფასების ერთერთი კომპონენტია, რომელიც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას და მომავალი იურისტების რეალურ პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *