ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომელების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა.
აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მას შემდეგ, რაც რაც სასწავლო პროცესი არადისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება და უსაფრთხოების წესებითაც ბავშვების მიყვანა შესაძლებელი გახდება, მოზარდები საბავშვო ოთახებში გაერთობიან იქამდე, ვიდრე მშობლები იმუშავებენ ან ისწავლიან.
ევროპის უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და საბავშვო სივრცეც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.