“ყველა მასწავლებელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, გეამაყოთ ყოველთვის თქვენი აღზრდილებით! მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. სკოლიდან იწყება მოზარდისთვის განათლების მიცემა, შემდეგ კი ცხოვრების კიდევ ერთ, ახალ და საინტერესო ეტაპზე ახალგაზრდების გვერდით პროფესორ-მასწავლებლები არიან და განუსაზღვრელად დიდია თქვენი როლი, რადგან თქვენი ძალისხმევით, ცოდნით და გამოცდილებით აღზრდილი თაობები ქმნიან ქვეყნის წარმატებულ მომავალს.
სწორედ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა, გადაწყვეტილება, რომ დამეფუძნებინა უნივერსიტეტი და გავყოლოდი ამ მიმართულებას. მეამაყება, რომ თითოეული პედაგოგი თავისი პროფესიული უნარ-ჩვევებით მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი თაობების აღზრდისთვის.
დაუსრულებლად შეიძლება თქვენს დამსახურებებზე საუბარი და ვფიქრობ, ასევე დაუსრულებლად უნდა გადაგიხადოთ მადლობა ყველამ, რადგან თითოეული წარმატებული ადამიანის უკან სწორედ თქვენი დიდი შრომა დგას.”
პატივისცემით
ლაშა კანდელაკიშვილი
“ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი