2018 წლის 1-3 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის და სამხრეთ კავსკასიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობდა 8 გუნდი სომხეთიდან, 14 გუნდი აზრბაიჯანიდან და 23 გუნდი საქართველოდან. სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატში კი მონაწილეობდა 1 გუნდი უკრაინიდან, 1 გუნდი რუსეთიდან, 2 გუნდი აზერბაიჯანიდან, 2 გუნდი სომხეთიდან და 15 გუნდი საქართველოდან.
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მეორე ხარისხის დიპლომი შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა და ფინალში გავიდა. მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს სამმა გუნდმა საქართველოდან, ორმა გუნდმა სომხეთიდან, ერთმა გუნდმა კი აზერბაიჯანიდან.
სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ხარკოვის რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი გავიდა; მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი გუნდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი გუნდი გავიდნენ.
პირადი პირველობა მოიპოვა ხარკოვის რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდის წარმომადგენელმა – ანდრეი შანინმა, მეორე ადგილი კი – თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის წარმომადგენელმა ვანო გამეზარდაშვილმა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2018 წლის 4 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.