ევროპის უნივერსიტეტმა, ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან ერთად, სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონი გამართა.
ორდღიანი ღონისძიება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სივრცეში ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები გახდნენ, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, სანდრო ცოფურაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინო ბითაძე, რომლებმაც სატრანსპორტო პლატფორმა – move.ge-ის იდეა საინტერესოდ დაამუშავეს.
გამარჯვებული გუნდი ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას გაივლის, ასევე, დაესწრება მენტორინგის სესიებს გაყიდვების მიმართულებით, ევროპის უნივერსიტეტის წამყვანი ლექტორების ხელმძღვანელობით.