2018 წლის 12-13 დეკემბერს, საქართველოში EBSCO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომპანიამ ISM (Innovative Systems Management) ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარა, რომლის ძირითადი თემა იყო მედიცინის ელექტრონული წიგნების ბაზა eBook Collection (EBSCOhost).
ევროპის უნივერსიტეტი 2018 წლის აპრილიდან საერთაშრისო სამეცნიერო ბაზის EBSCO მომხმარებელი გახდა. აღნიშნულ ბაზას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად იყენებენ. იმ არსებულ პაკეტთან ერთად, რომელსაც EBSCO საქართველოს სთავაზობს, უნივერსიტეტმა დამატებით შეიძინა მედიცინის ელექტრონული წიგნების ბაზა eBook Collection (EBSCOhost), რომელიც მოიცავს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებს უახლესი გამოცემებით. აღნიშნულ ბაზაში შედის ისეთი ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული წიგნები, როგორიცაა Nova Science Publishers, Springer Publishing Company, Demos Medical, Wolters Kluwer Health, Oup Oxford, Oxford University Press.