სხვა სიახლეები

ENQA-ს, EQAR-ისა და WFME-ის წევრმა სააგენტომ ევროპის უნივერსიტეტს საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარა

enqa-s-eqar-isa-da-wfme-cevrma-saagentom-evropis-universitets-saertashoriso-praktika

2018 წლის 17-18 დეკემბერს, აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს (IAAR) ექსპერტებმა ევროპის უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუციური და საერთაშორისო პროგრამული აკრედიტაციის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ღონისძიების პირველი დღე დაეთმო დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტების განხილვას, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების მიხედვით. მომდევნო დღის განმავლობაში კი, მიმდინარეობდა ტრენინგი ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტების შესახებ. ტრენინგში ჩართული იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტო (IAAR) არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრი (EQAR), უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელი (INQAAHE), უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭო (CIQG), აკადემიური რეიტინგისა და ხარისხის სადამკვირვებლო ორგანიზაცია (IREG) და აზია-წყნარი ოკეანის ხარისხის ქსელი (APQN).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *