2018 წლის 26 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ბადრი გოგუაძის წიგნის “ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა” პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი – თემურ ჩალაბაშვილი, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – სერგო ვარდოსანიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი – პაატა ნაცვლიშვილი, საქართველოს ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში – ზაალ გოგსაძე, პროფესორი – ოთარ ჯანელიძე, პოეტი – ერეკლე საღლიანი, ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ–არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი – ალექსანდრე ნონეშვილი (გამომცემელი).