ევროპის უნივერსიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების მასწავლებლებს უფასო ტრენინგებს – “შეფასება, კომპლექსური დავალებები და სოლო ტაქსონომია”, სთავაზობს.
ტრენინგის მიზანია შეფასებისა და სწავლება-სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევის ხელშეწყობა, როგორც აუდიტორიულ, ასევე დისტანციური სწავლებისას.
საწყის ეტაპზე რაიონების განათლების რესურს ცენტრების ხელმძღვანელების მხარდაჭერით, საცდელი ორი ტრენინგი ქუთაისის 28-ე და თელავის მე-6 საჯარო სკოლებთან ჩატარდა, რომელსაც ისანი-სამგორის რაიონის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ტრენინგები ონლაინ რეჟიმში ტარდება და 2021 წელსაც გაგრძელდება.