ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“ (www.eugb.ge), ცნობილი ევროპული ბაზის „Index Copernicus“ (https://journals.indexcopernicus.com/search/form) იმპაქტ-ფაქტორი მიენიჭა.
აღნიშნული მიუთითებს, რომ წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით ჟურნალისა და მისი ავტორების მიმართ საერთაშორისო ინტერესი და ცნობადობა გაზრდილია.
ჟურნალი “გლობალიზაცია და ბიზნესი” ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ქართველ და უცხოელ ცნობილ მეცნიერთა კვლევებისა და სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგების საფუძველზე, გამოიცემა.