საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტს” დაუგავპილსის უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციული პერსონალი ეწვია

evropis-universitets-daugavpilsis-universitetidan-administratsiuli-personali-ecvia

“ერაზმუს+” ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგ მობილობის პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტს“ დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) ფინანსური და საბუღალტრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იულია ბარანოვსკა და ამავე დეპარტამენტის ბუღალტერი ანა დაუგულე ეწვივნენ.

ლატვიელი სტუმრები „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თათია დოლიძეს, ვიცე-რექტორს ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძეს, სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი მუნჯიშვილსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, იულია ბარანოვსკამ და ანა დაუგულემ გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათ ქართველ კოლეგებთან, “ევროპის უნივერსიტეტის“ ფინანსური სამსახურის უფროს ელენე ჯიქიასთან და ფინანსურ მენეჯერებთან – ლიკა ჯიქიასა და ლიკა წულუკიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მართვის სპეციფიკა, სხვადასხვა ქვეყანაში ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობების პროგრამების ფარგლებში თანხების გადარიცხვის თავისებურებები, საანგარიშგებო მოთხოვნები ლატვიასა და საქართველოში და სხვა.

დასასრულს, დაუგავპილსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა “ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული კორპუსი, მისი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი და იმიტირებული სასამართლო დარბაზი დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს “ევროპის უნივერსიტეტმა“ დაუგავპილსის უნივერსიტეტის რიგით მეორე დელეგაციას უმასპინძლა.

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ 2023 წლის “ერაზმუს+” KA171 პროგრამის ფარგლებში მომზადებული ერთობლივი განაცხადის პასუხი, რომლის წარმატების შემთხვევაში, აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად სტუდენტებსაც მიეცემათ მობილობით სარგებლობის შესაძლებლობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *