საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “მინდანაოს უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

evropis-universitetsa-da-mindanaos-universitets-shoris-tanamshromlobis-memorandumi

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “მინდანაოს უნივერსიტეტს” (ფილიპინები) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ  “მინდანაოს უნივერსიტეტი”  1946 წელს დაარსდა და ფილიპინებში ერთ-ერთ უძველეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.  “მინდანაოს უნივერსიტეტი” სტუდენტებს 100-ზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.

 “მინდანაოს უნივერსიტეტი”  “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ფილიპინებში რიგით პირველი პარტნიორია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *