“ევროპის უნივერსიტეტმა” “სანტა მარიას ჯანმრთელობის სკოლასთან” (პორტუგალია) ერთად ონლაინ ლექციათა სერია გამართა. პორტუგალიელმა პროფესორებმა “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექციები, ხოლო ქართველი პროფესორები ონლაინ ლექციებს პორტუგალიელი სტუდენტებისთვის გაუძღვნენ.
ქართველმა და პორტუგალიელმა პროფესორებმა ჯამში ექვსი ლექცია ჩაატარეს, ესენია:
- “წყალი და მასთან დაკავშირებული დაავადებები” – მედიცინის დოქტორი, ექიმი-ინფექტიონისტი ნინო ბადრიძე;
- “ძილსა და ტკივილს შორის ურთიერთდამოკიდებულება ” – მედიცინის დოქტორი, ექიმი კარლოს კრასტო;
- “კომპეტენციები მენეჯმენტის ფუნქციებისა და როლების შესრულებაში (პროფესიონალიზმი, ემოციური ინტელექტი, კულტურული კომპეტენცია, კომუნიკაცია)” – მედიცინის დოქტორი, ექიმი კახა ვანიშვილი;
- “ანესთეზიის სახეები – მედდის როლი” – მედიცინის დოქტორი, ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი მაია ჯაბუა;
- “პალიატიური მზრუნველობა” – მედიცინის დოქტორი, ექიმი კატარინა სიმოესი და “მიდგომები სეფსისით დაავადებულ მძიმე პაციენტთან” – პროფესორი აბილიო ტეიშეირა;
- “მიდგომები სეფსისით დაავადებულ მძიმე პაციენტთან” – პროფესორი აბილიო ტეიშეირა.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ლექციას საშუალოდ 60-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
ქართველმა და პორტუგალიელმა კოლეგებმა სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, კერძოდ, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.
ლექციათა სერიის დასრულების შემდეგ ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, მონაწილეებს კი დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.
სანტა მარიას ჯანმრთელობის სკოლა სერტიფიცირებულია APCER-ისა და A3ES-ის მიერ, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა პორტუგალიაში, რომელიც სტუდენტებს სამაგისტრო, საექთნო და ფიზიოთერაპიის საგანმანათლებლო პროგრამების გრძელვადიანი მოვლის კურსებს სთავაზობს.