სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

evropis-universitetis-mkhardacherit-akhalgazrda-mkvlevarta-saertashoriso-konperentsia

“ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის და ასევე ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ მაკა მანწკავას ორგანიზებით და “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია რეო-ბიო-მედ-2023 ჩატარდა.

კონფერენცია 7-8 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე გაიმართა.

რეო-ბიო-მედ-2023-ში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მკვლევრებმა საქართველოდან და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან.

კონფერენცია მრავალ თემატიკას მოიცავდა, მათ შორის ძირითადი მოხსენებები ეხებოდა რეოლოგიას, სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული, სექციური მოხსენებები, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის სესია, B2B -ის შეხვედრები.

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორების ხელშეწყობით განხორციელდა სამეცნიერო პროექტები, რომლის შედეგებით კონფერენციაზე წარდგნენ სტუდენტები – Elmira Dashtiani, Babak Fozooni Moqadam, Nandha Rejikumar, Yameen Khan, Sahishnuta Deshmukh, Salma Harissa, Fiza Iqbal, Zahra Sadeghi, Kimia Nafissi.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე “ევროპის უნივერსიტეტის” პროექტმა სახელწოდებით Dysfunction of Blood Flow: A cause to Tinnitus გაიმარჯვა, თემის წარმდგენი კი Rheo-Biomed-2023-ის საუკეთესო სპიკერად დასახელდა. (მენტორი პროფესორი ნ. სარალიძე).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *