თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალი ლიგა 2-ის 2020-2021 წლების სეზონის III ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სასტარტო მარჩში ერთმანეთს “ევროპის უნივერსიტეტი” და “არმია” დაუპირისპირდნენ.
დაძაბული თამაში EU-ს გამარჯვებით 5:3 დასრულდა და „ძალოვნებმა“ პირველი მარცხი იწვნიეს.
„სტუდენტები“ გიორგი ქურხულის დუბლით პირველივე წუთებზე დაწინაურდნენ. არმია მეტოქეს მაქსიმალურად მიუახლოვდა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და EU-მ კვლავ შეძლო გაქცევა, საბოლოოდ კი ორურთიანი უპირატესობით იმარჯვა. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით აველო კიკვაძეც დაეხმარა.
არმიას რიგებიდან ორი ბურთი გიგა ბერაიამ გაქვითა.