სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა მეექვსე საშობაო ოლიმპიადა გაიმართება

evropis-universitetis-khelmdzghvanelobit-moscavleta-meekvse-sashobao-olimpiada-gaimarteba

ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობითა და პროგრამირების მხარდამჭერი ასოციაციისა და კომპანია “სოფტგენის” მხარდაჭერით, 21 მარტს, ინფორმატიკაში მოსწავლეთა მეექვსე საშობაო ოლიმპიადა გაიმართება, რომლის ვადებმაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდოგმარეობის გამო გადაიწია.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ კონკურსის ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი:

დაპროგრამების ნომინაცია – პროგრამირების მცოდნეთათვის. აღნიშნული მიმართულებით, კონკურსი ჩატარდება სტანდარტული ACM ICPC სისტემით. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეს ქულები დაერიცხება მხოლოდ ისეთ ამოხსნაში, რომელიც ყველა ტესტს გაივლის. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა მონაწილეს, რომელსაც ნაკლები დრო დასჭირდა ამოხსნისთვის და ნაკლებად ჰქონდა წარუმატებელი მცდელობები;
ალგორითმების ნომინაცია – მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს პროგრამირების საფუძვლებს. ამ ნომინაციაში წარმოდგენილი იქნება ამოცანები, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია რეალურ დროში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიაგნებს ამოხსნის სათანადო ალგორითმს. ალგორითმების ნომინაციაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს.
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით;

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი (21.03.2021):

10:00-დან 10:50 საათამდე დაპროგრამების ნომინაციის საცდელი ტური
11:00-დან 15:00 საათამდე დაპროგრამების ნომინაციის ძირითადი ტური
10:00-დან 10:40 საათამდე ალგორითმული ნომინაციის მონაწილეთა კონსულტაცია
11:00-დან 14:00 საათამდე ალგორითმული ნომინაციის ძირითადი ტური
შენიშვნა: დაპროგრამების და ალგორითმების ნომინაციები ჩატარდება პარალელურად.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, გაიარეთ პირველადი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: http://olympics.softgen.ge/.
ოლიმპიდაში მონაწილეობა უფასოა;
დაჯილდოება:

გამორჩეულ კონკურსანტებს სერთიფიკატებთან ერთად “ევროპის უნივერსიტეტისგან” გადაეცემათ სპეციალური პრიზები;
საშეღავათო პრიზები გადაეცემათ იმ მონაწილეებსაც, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტენ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას;
მონაწილეობის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ გასული წლების ოლიმპიადის ამოცანებს, მითითებულ ბმულზე:

გასული წლების ამოცანები იხ. თანდართულ ფაილებში:
Problems_NonComp_2021.pdf
Problems_Christmas_2018_Geo.PDF
Problems_Christmas_2014.pdf
Problems_NonComp_2018.DOCX
Problems_NonComp_2019.doc
შეფასების კრიტერიუმები.docx
ოლიმპიადის განრიგი.doc

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *