სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში დაუბრუნდნენ

evropis-universitetis-studentebi-scavlas-auditoriebshi-daubrundnen

ევროპის უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი აუდიტორიებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა.

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის არჩევანის შესაბამისად ევროპის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკურსელებისთვის (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის პროგრამების), ასევე დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტებისთვის,  პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დაცვით, პირველკურსელთათვის მიღების საღამო მოეწყო, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან აუდიტორიებში განახლდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *