სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა ციკლი ჩატარდება

evropis-universitetshi-akhalgazrdebis-samecarmeo-potentsialis-ganvitarebis-khelshecqobis

ევროპის უნივერსიტეტში სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა ციკლი ჩატარდება, რომელიც როგორც საჯარო ლექციებს, ისე საინფორმაციო სემინარებსა და პრაქტიკული ხასიათის ვორქშოფებს მოიცავს, მათ შორის, სხვადასხვა ქეისების განხილვასა და კონკურსის ჩატარებას, რაც სოციალური მეწარმეობის სფეროში სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების/საპროექტო იდეების განხილვასა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენას ისახავს მიზნად.

ღონისძიების აღნიშნული ციკლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 მაისს საჯარო ლექცია ჩატარდება, რომელსაც სამართლის დოქტორი, სამართლის, ეკონომიკისა და მართვის ევროპული ცენტრის თანადამფუძნებელი, პროფესორი გია ლილუაშვილი გაუძღვება.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური საწარმოს არსი, მნიშვნელობა, მისი სამართლებრივი რეგულირება; სოციალური მეწარმეობის სფეროსთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. განხილული იქნება, ასევე, პრაქტიკული მაგალითები საქართველოს, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის გამოცდილებიდან.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარებისა  და ამ მიმართულებით ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

  • ღონისძიებათა ციკლზე დასასწრებად, გაიარეთ პირველადი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3y2YW3P

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *